ამომრჩეველმა გამხილათ ძალადობაშიც, მოსყიდვაშიც და ყველა უკანონობაშიც - კორძაია

02.10.21 19:12
ამომრჩეველმა გამხილათ ძალადობაშიც, მოსყიდვაშიც და ყველა უკანონობაშიც - კორძაია

თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. კორძაიას თქმით, მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. 

ბატონო შალვა, ამომრჩეველმა გამხილათ ძალადობაშიც, მოსყიდვაშიც და ყველა უკანონობაშიც. ეს არის თქვენი სახე, სადაც ამომრჩეველმა თვალსაჩინოდ გვაჩვენა, როგორ ექცევით საქართველოს მოქალაქეებს და აიძულებთ, შემოხაზონ 41 და ეს შემოხაზულის ფოტო გადმოგიგზავნოთ თქვენ.

ყველგან ჩანს, რომ თქვენ ახორციელებთ ამომრჩეველთა მოსყიდვას იმიტომ, რომ ხართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, აგონიისგან ისიც კი გადაწყვიტეთ, გაურკვეველი მიზეზით გადაკეტოთ რიკოთის გზა", - თქვა თამარ კორძაიამ. 

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ დარღვევები ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა. პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ოპოზიციის წევრებისგან კონკრეტულ ქალაქებში მოსალოდნელია პროვოკაციები. 

მსგავსი სიახლეები