როგორ ხსნის შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას დამკავებელი პოლიციელის დაწინაურებას?
საპატრულო პოლიციის უფროსობიდან თბილისის პოლიციის უფროსობამდე - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ვაჟა სირაძე არ დაუქვეითებიათ.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სირაძე "ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსია".
"ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ახალი მინისტრი, გეკა გელაძე პირადად იღებს:
„ჩვენ გვყავს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება ნახეთ, რომელიც მან, როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს. ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი.
თქვენ ფიქრობთ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის უფროსობა და ხელმძღვანელობა არის რაიმენაირი ჩამოქვეითება? მთლიანად ესტონეთი არის მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი. რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის ჩამოქვეითება?"- თქვა პაპუაშვილმა.
"პირველებმა" პაპუაშვილს ლევან მაისურაძის დაწინაურებაზეც ჰკითხა.
- ლევან მაისურაძე ის პოლიციელია, რომელიც ნიკა მელიას დაკავების საქმეზე მტკიცებულებების განადგურებაშია მხილებული. სწორედ მაისურაძე დაინიშნა ვაჟა სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სად გაიტაცეს მელია? თქვენ ჭორს მართალს ვერ ავყვები მე. მელიას მხრიდან თუ ვინმეს უკვირს, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევს?- ამბობს პაპუაშვილი.
ამასთან, კითხვაზე უკავშირდება თუ არა შსს-ში არსებული საკადრო ცვლილებები სანქციებს - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა უცხო ქვეყნების ხელისუფლებების დაკვეთით არ განისაზღვრება.
სანქციებში რას გულისხმობთ არვიცი, იმიტომ, რომ ზოგიერთი ქვეყანა იმდენად არეულია - ზოგი შეშვებაზე უარს აცხადებს, ზოგის რას აკეთებს და ზოგი რას. ამას ჩვენ სერიოზულად ვერ შევხედავთ. ამიტომ, ჩვენი არც პოლიტიკა და არც პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მითუმეტეს არც საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება უცხო ქვეყნების ხელისუფლებების დაკვეთით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
- ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
- ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მის ადგილას ლევან მაისურაძე დანინიშნა. სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
- ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.