ბოკუჩავა: ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ამოქმედებაზე მიზანმიმართულად ვმუშაობთ

10.06.25 13:08
ბოკუჩავა: ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ამოქმედებაზე მიზანმიმართულად ვმუშაობთ

“გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციას ევროპელ ლიდერებთან საუბარი ახალ თავისუფალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც შეეხება. 

ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნები. გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე მათ შორის, იმისთვის, რომ მათ მარტივად თავი ვერ აარიდონ აღნიშნულ სანქციებს, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტი ოფიციალურად იწყება. ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“,  "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერები უკვე გაემგზავრნენ. პოლიტიკოსები ევოკომისიის  და ევოპული საბჭოს ლიდერებს პირისპირ შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები