ბაჩიაშვილის გამტაცებელთა შორის „ჯორჯიან ეარვეისიც" დასახელდა - როგორ იმართლებს თავს გაიაშვილის კომპანია
"ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც სასამართლოს პირველივე სხდომაზე ჯერ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, დღეს კი "საერათაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებელთა შორის დაასახელა, პირველ კომენტარს აკეთებს.
"პირველებისთვის" მიცემულ პირველ განმარტებაში, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვიქტორია კლიმიჩევა ირწმუნება, რომ კერძო კომპანიამ წინასწარ სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა.
კლიმიჩევა ასევე ამტკიცებს, რომ Airzena Bombardier CRJ-200- ს სანავიგაციო სისტემა გათიშული არ ჰქონია.
წარმოუდგენელია და აზრს მოკლებულია, რაიმე სპეცოპერაცია ტარდებოდეს და ამის შესახებ კერძო კომპანია იყოს საქმის კურსში. აბსურდია საუბარი გამორთულ ნავიგაციაზე და რადარებზე. ყველა ქვეყნისი რადარი აფიქსირებს ყველა საჰაერო ობიექტის გადაადგილებას და ასეთი რამ შეუძლებელია. ეს იგივეა, ამტკიცონ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტით სრულდებოდა ეს რეისი და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არ ჰყავს "ჯორჯიან ეარვეისს" ავია პარკში. თუ იქნება კითხვები და რაიმე დაინტერესება, მზად ვართ ვუპასუხოთ", - აცხადებს კლიმიჩევა.
"საერათაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" ამბობენ, რომ სწორედ "ჯორჯიან ეარვეისი" მონაწილეობდა ადამიანის გატაცებაში და უკანონოდ, საექსტრადაციო პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოში ჩამოყვანაში.
როდესაც ეს საქმე იქნება გამოძიებული, "აირზენას" როლი ამ საკითხში იქნება გამოკვლეული - ამბობს სანდრო ბარამიძე.
"ჯორჯიან ეარვეისის" რეპუტაცია გასაგებია - ეს არის კომპანია, რომელიც ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის სახელმწიფოს სტრუქტურებთან, რომელიც ღიად მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში პირდაპირი ფრენები აღდგენილიყო. ასევე ეს არის კომპანია, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია სახელისუფლებლო სტრუქტურებთან - "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებასთან. ავიაკომპანია რომ მონაწილეობს ადამიანის გატაცებაში და უკანაონოდ, საექსტრადაციო პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოში ჩამოყვანაში, ეს თავისთავად არის თავისთავად არის სამარცხვინო და როდისღაც, როდესაც ეს საქმე იქნება გამოძიებული, "აირზენას" როლი ამ საკითხში იქნება გამოკვლეული. ოღონდ ცხადია, ეს ამ ხელისუფლების პირობებში, არ მოხერხდება. ეს მოხერხდება შემდგომი ხელისუფლების პირობებში"- ამბობს სანდრო ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა გუნდმა აირზენას იმ ბომბარდის რადარის მონაცემები გაშიფრა, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოშ ჩამოიყვანეს.
ჟურნალისტ-გამომძიებელთა ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "აირზენას" თვითმფრინავმა, Airzena Bombardier CRJ-200 - მა ირანის საჰაერო სივრცეში სპეციალური რეისი სანავიგაციო სისტემა გათიშა.