რა ხდება შსს-ში? - ალექსანდრე დარახველიძე დიდი საკადრო ცვლილებების შემდეგ მედიასთან გამოჩნდა
პირველი ინტვიუ დიდი საკადრო წმენდის შემდეგ შინაგან საქმეთა მინიტრის მოადგიელსთან - სანდრო დარახველიძე ამტკიცებს, რომ დაქვეითებების და გაშვებების სერია უწყებაში მიზნად მხოლოდ სისტემის გაძლიერებას ისახავს. ამასთან, ის ირწმუნება, რომ ხარება არავის გაუშვია და ის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.
ბატონმა ზვიად ხარაზიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა შსს-ს რიგები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო მას იმ გაწეული შრომისთვის, რაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში გასწია. დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი, რომელიც არის საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი კადრი და დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, - ამბობს დარახველიძე.
მინისტრს მოდგილე ვერ ამბობს გაგრძელდება თუ არა წმენდა უწყებაში.
- ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
- ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მის ადგილას ლევან მაისურაძე დანინიშნა. სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
- ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.