რეჟიმი შიგნიდან ლპება - თამაზ დათუნაშვილი

10.06.25 15:21
რეჟიმი შიგნიდან ლპება - თამაზ დათუნაშვილი

 

 

რეჟიმი შიგნიდან ლპება - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს " წევრი თამაზ დათუნაშვილი შსს-ში განხორციელებულ საკადრო წმენდას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" სანქციების გამო პანიკაშია და გაურკვეველ პოლიტიკურ ქმედებებს მიმართავს. 

ნათელი სურათი იკვეთება, ეს არის პანიკური შიშის გამო გაურკვეველი პოლიტიკური ქმედებები. შიში სანქციების, შიში იმისა, რომ საშვილიშვილოდ, შვილები, ოჯახის წევრები, თვითონ ეს ჩინოვნიკები იქნებიან აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების სანქცირებულთა სიებში. ეს არის რეჟიმის შიგნიდან ლპობის მაჩვენებელი და არაფერი სხვა, - ამბობს დათუნაშვილი.

  • ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
  • ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მის ადგილას ლევან მაისურაძე დანინიშნა. სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
  • ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

მსგავსი სიახლეები