გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის რეკლამირებას ეწევა - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის რეკლამირებას ეწევა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გუშინ სასამართლოზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, პაპუაშვილი ბაჩიაშვილს ურჩევს, რომ "ასე საუბარი განაგრძოს".
ჩვენ თუ ამას მივიღებთ, როგორც სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - ამბობს პაპუაშვილი.
ჩვენ თუ ამას მივიღებთ, როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ასე რომ, გააგრძელოს ამაზე საუბარი. მთავარია ერთი რამ, რომ უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ან რაიმე არის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური განცხადება გუშინ სასამართლოზე გააკეთა და თქვა რომ მის გატაცებაში, სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.