წილოსანი: მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციებზე პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს

10.06.25 17:22
წილოსანი: მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციებზე პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს

"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ - თეა წულუკიანის შემდეგ, ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა ნინო წილოსანმაც. 

 უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.

ნინო წილოსანი  ირწმუნება, რომ აქციებზე პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბარი „ეუცნაურა". მეტიც, მისივე მტკიცებით, ასეთი „არცერთი შემთხვევა" არ ახსენდება.

მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება! - მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა იოსელიანს. 

წილოსანმა დღეს წულუკიანის მსგავსად ყოფილი სახალხო დამცველი და მისი მოადგილე გააკრიტიკა და თქვა რომ ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე "ინსტიტუციას აგენტურის ხელით მართავდნენ": 

 „მას საკმაოდ მძიმე რეპუტაციული მემკვიდრეობა ერგო ნინო ლომჯარიას, გიორგი ბურჯანაძისა და სხვათა სახით, რომლებიც ამ ინსტიტუციას აგენტურის ხელით მართავდნენ და მუდმივად ჩასაფრებულის რეჟიმში გადაიყვანეს“- თქვა მან. 

ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. თავგატეხილი, ცხვირგატეხილი, ნაცემი ჟურნალისტებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს და დეტალები მიაწოდეს თუმცა ამ საქმეებზე შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. 

ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხალხის დასაშლელად გამოიყენეს სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები