მკაცრად ვგმობთ გიორგი ბარამიძის დაპატიმრებას ცალსახად პოლიტიკური ბრალდებებით – EPP
„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია – „ავტორიტარული უკუსვლა საქართველოში“ – მიიღო.
- რეზოლუცია 28-29 სექტემბერს ტულუზაში გამართული EPP-ს პოლიტიკური ასამბლეის შემდეგ მიიღეს.
„ევროპის სახალხო პარტია“ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის მკვეთრი გაძლიერების და ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ - აღნიშნილია დოკუმენტში.
EPP ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სისტემურ რეპრესიებს პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დაშინებისა და რეპრესიული კანონმდებლობის მეშვეობით.
EPP მკაცრად გმობს გიორგი ბარამიძის დაპატიმრებას.
მისი შეფასებით, სახეზეა "ცალსახად პოლიტიკური ბრალდებება".
"მოუწოდებს ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისაკენ და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.