რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული პოლიტიკური პარტია „დროა“ იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ ითვლება.
უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიაში ასევე აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია „ჩარლზ კეტერინგის ფონდიც“ მოხვდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.