ზურაბიშვილი “ოცნებაზე“: მთელი ჯგუფი ფარისევლების
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოცნებას“ ფარისევლების ჯგუფი უწოდა და თქვა, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის დროს სჭირდებათ ეკლესია და მრევლი, როგორც მათი საარჩევნო ინსტრუმენტი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა უკვე დროა, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღოს და არ გაჩუმდეს.
მისივე თქმით, საინტერესოა, მეუფე იობის ქაგადების შემდეგ, ამ საკითხს როგორ მიუდგება პატრიარქი, რადგან მისი თქმით, უკვე კარგად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მეუფე იობის აზრი არაა და სამღვდელოებაშიც ბევრი ფიქრობს ანალოგიურად.
მთავარი გზავნილი ამ ყველაფრის არის ის, რომ დროა ცვლილებების, მეუფე იობი არის გამხმოვანებელი იმ ყველაფრის რასაც ვგრძნიბთ ქალაქსა თუ სოფლებში, ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
[ოცნება] არიან მთელი ჯგუფი ფარისევლების, ეს ყველამ იცის. ყველა ვხედავთ იმას, რომ ეკლესიაში იწყებენ სიარულს იმ დროს, როცა მოდიან ხელისუფლებაში და როგორც კი გადიან, ასევე გადიან ეკლესიიდან. ეს სჭირდებოდათ როგორც ერთ-ერთი მათი საარჩევნო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მრევლის ხმა და მხარდაჭერა ძლიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ, რაღაც მომენტამდე, ვიდრე ეკლესია ხმას არ ამოიღებდა, ამით თვითონაც კარგად სარგებლობდნენ, მაგრამ ეს დრო მთავრდება, დრო არის ცვლილებების, დრო არი იმის, რომ არ შეიძლება ეკლესია ყველაფერზე გაჩუმდეს, ამას გვეუბნება მეუფე იობი. ახლა საინტერესო იქნება, როგორ მიუდგება საპატრიარქო და პატრიარქი ამ ახლა განწყობას ეკლესიაში, რომელიც არ არის მხოლოდ მეუფე იობის. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს მღვდლებში გავრცელებულია. ყველა ყველაფერს ხედავს, როცა სიმართლე ითქმება, ის ვეღარ დაიმალება. ეს სიმართლე მივა პატრიარქამდე და მასაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას. მინიშნებები არის, რომ დაიწყო უკვე ზოგ საკითხზე ხმის ამოღება, ვნახოთ, როგორ იქნება მისი პოზიცია, ამ გამოწვევაზე, რომლეიც დგას არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ეკლესიის წინაშე, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ღარიბაშვილმა იცის ბევრი ისეთი რამ, რამაც შეიძლება მენტალური აფეთქება გამოიწვიოს და ივანიშვილს უკან დაახევინოს, ამიტომ მან სრული სიმართლე უნდა ილაპარაკოს" - ხიდაშელი
ხიდაშელი: ერთადერთი, რაც ღარიბაშვილს დაიცავს, სრული სიმართლის ლაპარაკია, ნახევარი სიმართლე მის პრობლემებს ვერ მოაგვარებს