ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

13.11.26 18:24
ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის გინების ფაქტს.

პრეზიდენტს ამის საშუალება დღეს ჰქონდა, როცა ყაველაშვილი მეტეხის ხიდზე, ასიათასი მოწამის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისზე გამოჩნდა.

“პირველების“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყაველაშვილმა არ თქვა, ემიჯნება თუ არა პროპაგანდისტს, ან რა კომენტარის გაკეთება შეუძლია ნაცვლიშვილის ქმედებაზე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშმა, მეუფე იობის ქადაგების შეფასებისას თქვა, რომ „ღმერთმა შეუნდოს“

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.

მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს"- თვლის მამა ანდრია. 

კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.

მსგავსი სიახლეები