საქართველოში კრიპტოთი რუსული კაპიტალის გათეთრების მტკიცებულებები ვნახეთ - ბრიტანეთის ელჩი
საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების მტკიცებულებები არსებობს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის განმარტებით, სანქციების ფონზე, რუსული კაპიტალი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილებისთვის ახალ გზებს ეძებს.
ელჩის განმარტებით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსული კაპიტალი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილებისთვის ახალ გზებს ეძებს, მათ შორის კრიპტოვალუტას იყენებს.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ცენტრალურ აზიაშიც გამოვლინდა, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები საქართველოშიც არსებობს.
„რუსული სანქციების გამო რუსული კაპიტალი ეძებს გასასვლელ გზებს, ფულის გათეთრებას, ძირითადად კრიპტოვალუტის მეშვეობით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება ცენტრალურ აზიაში. ჩვენ ასევე ვნახეთ ამის გარკვეული მტკიცებულებები საქართველოში“, - განაცხადა გარეთ უორდმა.
გარეთ უორდის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში მოქმედი რამდენიმე კრიპტოპლატფორმა დაასანქცირა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტოკომპანიას სანქციები 2026 წლის 26 მაისს დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციები შეეხო კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც, ბრიტანული მხარის შეფასებით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს.