"ოცნებამ" იზოლაცია დაიმსახურა - ირაკლი კუპრაძე

11.06.25 12:05
"ოცნებამ" იზოლაცია დაიმსახურა - ირაკლი კუპრაძე

"ოცნებამ" იზოლაცია დაიმსახურა, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ სანქციები არა მხოლოდ "ოცნების" ჩინოვნიკებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის უმძიმესი ტვირთი იქნება. 

ივანიშვილი და მისი დამქაშები დიდი ხნის განმავლობაში ამაყობდნენ და ამბობდნენ, რომ თურმე ჯილდო იყო სანქციები და დღეს ტირიან, ზლუქუნებენ, რომ თურმე იზოლაციაში არიან, საბანკო ბარათებს ვერ იყენებენ და ა.შ. მათ ეს იზოლაცია დაიმსახურეს იმ ღალატის, იმ დევნის, იმ ძალადობის გამო, რაც აწარმოეს საქართველოს მოქალაქეების, დამოუკიდდებელი ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს სანქციები მუშაობს, სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და გახდება უმძიმესი ტვირთი ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალურად და მისი გუნდისთვის, - ამბობს კუპრაძე.

"ქართულმა  ოცნებამ" აღიარა, რომ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ "ოცნების" ჩინოვნიკები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც მოექცნენ. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ იზოლაციაში მოექცნენ არა მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები, არამედ  გაადგილების შეზღუდვა დაუწესდათ იმ პირებსაც, ვინც სანქციებულების ოჯახის წვერები არიან.

წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ აღნიშნული სანქციები უსამართლოა და მოსთხოვა ლევან იოსელიანს, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს. 

მსგავსი სიახლეები