არც კი ვიცი, სანქცირებული ვარ თუ არა - ლევან მაჭავარიანი

11.06.25 13:38
არც კი ვიცი, სანქცირებული ვარ თუ არა - ლევან მაჭავარიანი

 

 

ლევან მაჭავარიანმა არ იცი, არის თუ არა სანქცირებულთა სიაში - "ოცნების" წევრი აღიარებს, რომ სანქცია კომფორტი ნამდვილად არ არის, თუმცა ირწმუნება, რომ ამით "ვერავის შეაშინებენ". 

"ამით ჩვენ უკან ნაბიჯს ვერ გვადგმევინებენ" - ამბობს მაჭავარიანი. 

მე არც ვიცი სანქცირებულთა სიაში ვარ თუ არა. სანქცია კომფორტი ნამდვილად არ არის, თუმცა ვინმეს თუ ჰგონია, რომ სანქციით ისე დაგვაშინებს, რომ უარს გვათქმევინებს ისეთი ნაბიჯის გადადგმაზე, რომელიც ემსახურება, პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ის ძალიან აცდენილია და არარეალურ სამყაროში ცხოვრობს და უკვე ფაქტებით და მტკიცებულებებით მტკიცდება ეს ყველაფერი, რომ რამდენი ხანია გრძელდება ხან დე ფაქტო სანქციები, ხან დე იურე სანქციები და ამით ჩვენ უკან ნაბიჯს ვერ გვადგმევინებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თავიდან ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ლევან მაჭავარიანმა.

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ აღიარა, რომ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ "ოცნების" ჩინოვნიკები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც მოექცნენ. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ იზოლაციაში მოექცნენ არა მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები, არამედ  გაადგილების შეზღუდვა დაუწესდათ იმ პირებსაც, ვინც სანქციებულების ოჯახის წვერები არიან.

წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ აღნიშნული სანქციები უსამართლოა და მოსთხოვა ლევან იოსელიანს, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს. 

ლევან ხაბარელის არ სჯერა, რომ თეა წულუკიანი ეს განცხადება მართლა გააკეთა - "ასე არ იტყოდა".

მიმაჩნია, რომ ეს სანქციები არის აბსურდული და არანაირად არ მუშაობს. მე არ მომისმენია ქალბატონმა ნათიამ რა თქვა, მაგრამ ასე არ იტყოდა ნამდვილად", - ამბობს ხაბარელი. 

მსგავსი სიახლეები