ექს ელჩი: იშოპინგეს და გახსნილი საკონსულო გახსნეს თავიდან

11.06.25 15:09
ექს ელჩი: იშოპინგეს და გახსნილი საკონსულო გახსნეს თავიდან

ორჯერ გახსნილი საკონსულო მილანში - როგორც საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე-დელონი "პირველებთან" ამბობს, საკონსულოს გახსნის ცერემონიას, რომელიც მილანში გუშინ შედგა, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ არ ესწრეოდა.

დიპლომატის თქმით, ივანიშვილის გუნდის წევრებმა მილანში ჩასასვლელად ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტები გამოიყენეს - "დიპლომატიური პასპორტები და სერვის-პასპორტები დაბლოკილია".

ეკა სირაძე-დელონი ამბობს, რომ მილანში ჩასულმა "ოცნების" წევრებმა " იშოპინგეს კიდეც, კაი დროც ატარეს და გახსნილი საკონსულოც გახსნეს თავიდან".

იმას, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ის აუცილებლად ტაშს დაუკრავს იმ ფაქტს, რომ გახსნილი საელჩო კიდევ ერთხელ გახსენს და არ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ ამ კონკრეტული ცერემონიალის დროს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ არ ესწრეოდა. ესწრებოდა მხოლოდ მილანის მერი, ისიც ალბათ, პირადი კონტაქტებსი გათვალისწინებით. დიპლომატიური პასპორტები და სერვის-პასპორტები დაბლოკილია, მათ გამოიყენეს ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სწორედ ასე მოახერხეს მილანში ჩასვლა. ჩავიდნენ კიდეც, იშოპინგეს კიდეც, კაი დროც ატარეს და გახსნილი საკონსულოც გახსნეს თავიდან. არც ის მახსენდება, ასეთი მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდეს და მხოლოდ მილანის მერის მხრებზე გადავიდეს მათი დახვედრა და დამასპინძლობა. ცხადია, რომ  იტალიის საგარეო უწყებამ აბსოლუტურად ყურადრება არ მიაქცია ამ ფაქტს", - ამბობს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.  

მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს. 

ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები