2-ჯერ გახსნილი საკონსულო მილანში - რას ამბობენ ექსპერტები

11.06.25 15:30
2-ჯერ გახსნილი საკონსულო მილანში - რას ამბობენ ექსპერტები

"ამ ლოგიკით, კიდევ ბევრ ქვეყანაში შეუძლია კობახიძეს უკვე ფუნქციონირებადი დიპლომატიური მისიის გახსნა" - ჩეჩელაშვილი  - ასე ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი მილანში საკონსულოს მეორეჯერ გახსნას.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი პირის ასეთ ღონისძებაზე ჩასვლა დიპლომატიაში მიღებული არ არის, ხოლო თუ მაინც ჩავა, მაშინ მას უმაღლესი შეხვედრები უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნის უმაღლეს პირებთან, რომელიც "ოცნების" პრემიერს არ ჰქონია. 

დიპლომატიაში არ არის მიღებული, რომ სახელმწიფოს უმაღლესი პირი, ბატონი ირაკლი კობახიძე ახლა ინსტიტუციონალურად უმაღლეს პირს წარმოადგენს საქართველოში, ჩავიდეს ამ ღონისძიებაზე. თუ ჩადის, ეს უნდა იყოს გამაგრებული სხვა პროტოკოლური ღონისძიებებით, ანუ უნდა შეხვდეს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ან რაღაც ღონისძიებაში, ან საერთაშორისო ფორუმში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მითუმეტეს, გასაკვირია, თუ 2023 წლიდან ფუნქციონირებს და გენერალური კონსული დანიშნულია, შესაბამისად, ამ ლოგიკით, კიდევ ბევრ ქვეყანაში შეუძლია ბატონ ირაკლი კობახიძეს ჩასვლა და იქ გახსნა უკვე ფუნქციონირებადი ჩვენი დიპლომატიური მისიების, შეიძლება ნახევარი მთავრობაც წაიყვანოს", - განაცხდა ჩეჩელაშვილმა.

მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს. 

ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები