რატომ გახსნეს უკვე გახსნილი საკონსულო მეორედ მილანში? - რას ამბობენ "ოცნებაში"
"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ მილანში საკონსულო 2023 წელს გახსნილი არ ყოფილა - ირაკლი კირცხალიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაავრცელა, აბსურდია, არადა თვითონ საკონსულოს გვერდზე პირდაპირ წერია, რომ მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს,.
სრული აბსურდია, რა იყო გახსნილი. 2-3 ჯერ გახსნა ერთი და იგივე შენობების არის იმ გუნდის ხელწერა, რომელ გუნდსაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი და რომელსაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა". სამი კარიდან რომ ხსნიდნენ ერთი და იგივე ობიექტს", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
"ოცნების" დანაყოფი პარტია "ხალხის ძალა" დღეს "პირველებს" უხსნიდა, თუ როგორი მსოფლიო მნშვნელობის იყო "ოცნების" წევრების მილანში ჩასვლა და იქ საკონსულოს გახსნა.
ერთმანეთში არკვიეთ ახლა ეს, ვინ უნდა წასულიყო მილანში და ვინ არა. საკონსულო იხსნება და მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტებისთვის ეს ყველაფერი, რომ ასეთი მაღალი დონით მოხდეს საკონსულოს გახსნა. თქვენ ამასაც კი ვერ ხვდებით, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, როცა ასეთი მაღალი დონის დელეგაცია ჩადის, მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტებისთვის და ყველასთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს.
ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ის, რომ მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს, ინფორმაციას თავად საკონსულოს გვერდზეა ხელმისაწვდომი. მილანში კონსულად 2023 წლის ნოემბრიდან მუშაობს ნატალია კორძაია.