"სამარცხვინო წარმოდგენა" - სამადაშვილი "ოცნების" მიერ ორჯერ გახსნილ საკონსულოზე

11.06.25 17:29
"სამარცხვინო წარმოდგენა" - სამადაშვილი "ოცნების" მიერ ორჯერ გახსნილ საკონსულოზე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამდაშვილი მილანში "ოცნების" მიერ უკვე გახსნილი საკონსულოს მეორედ გახსნას "სამარცხვინო წარმოდგენას" უწოდებს.

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ ვიზიტით "ოცნებას" სურდა ეჩვენებინა, რომ ნორმალური ურთიერთობები აქვთ დასავლეთთან.

დღეს "ოცნების" სასოწარკვეთილებას ვხედავთ - ამბობს სამადაშვილი.

გასაგებია, რა უმძიმეს ვითარებაშია დღეს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული "ოცნების" ხელისუფლება. იმიტომ, რომ საკონსულოს გახსნა, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. თუ მაინცდამაინც შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდეს და ამას ესწრება მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო, არალეგიტიმური შემადგენლობა მთავრობის, ეს უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დღეს "ოცნების" სასოწარკვეთილებას ვხედავთ, როდესაც ისინი ცდილობენ ყველანაირად დაარწმუნონ ვინმე საქართველოში, რომ მათ ნორმალური ურთიერთობები აქვთ დასავლეთთან და სწორედ ამიტომ ვნახეთ ჩვენ ეს რაღაცა სამარცხვინო წარმოდგენა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს. 

ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ის, რომ  მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს, ინფორმაციას თავად საკონსულოს გვერდზეა ხელმისაწვდომი. მილანში კონსულად 2023 წლის ნოემბრიდან მუშაობს ნატალია კორძაია. 

მსგავსი სიახლეები