ჟორჟოლიანი: "ოცნების" ისტერიკული ფაღარათი რაღაცის გადაფარვას ემსახურება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარების ფაქტს ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" ეთერში აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა ივანიშვილი რაიმე დიდი ამბის გადაფარვას ცდილობდეს.
ტელეწამყვანი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" ასეთი ქმედება შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილის, მათე დევიძის, სინდისის 8 პატიმრის ხვალინდელ სასამართლო პროცესს უკავშირდებოდეს.
მეტიც, ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს საათებში ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე-წლიანი პატიმრიბა მიუსაჯონ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" რაღაცას ფარავს. ხვალ არის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი. მე სოლიდარული ვარ. არსებობს ეჭვი, რომ მას წარმოუდგენლად დიდ პატიმრობას ელოდება, რომელსაც ის არ ელოდება. მეორე, ხვალ დილით არის 8 პატიმრის პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათე დევიძე. ხვალ შესაძლოა მათე დევიძის საქმეზე მოსამართლემ გამოიტანოს განაჩენი. ეს არის ბიჭი, რომელმაც პროცესზე ერთადერთი წინადადება თქვა და ისიც ის, რომ გიტარა ენატრება. ხვალ "ქართული ოცნება" რაღაცას ფარავს, რადგან ეს ისტერიული ფაღარათი, რომელიც დღეს გაიმართეს, გამორიცხულია რაღაცისკენ მიმართული არ იყოს." - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების სასამართლოში დაბარება დაიწყო.
- FB სტატუსი გამო, მარიამ ლაშხმა ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა - პროცესი ხვალ იქნება
- ანა სუბელიანს, რომელმაც წილოსანს "არაქალი" უწოდა, ხვალ სასამართლოში იბარებენ
- მარიამ ლაშხმა ვიკა ბუკიასაც უჩივლა - პროცესი ხვალ გაიმართება
- ხოშტარია: მირეკავენ დაჟინებით სასამართლოდან, ვუშვებ ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან
- ეკა მიშველაძე: სასამართლოში დამიბარეს
- მამუკა მდინარაძემ დეა მამისეიშვილს უჩივლა