FB პოსტების სკანდალი: "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი დაუცველი დარჩა?!

12.06.25 15:42
FB პოსტების სკანდალი: "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი დაუცველი დარჩა?!

"ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი დაუცველი დარჩა? - სპეციალისტების თქმით, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ყველა ადამიანს, ვისი ნათქვამი ან დაწერილი სიტყვებიც "ოცნების" დეპუტატებს არ მოეწონებათ, სასამართლოში უჩივიან. 

თუმცა აქ ერთი საინტერესო გარემოებაა - იმისთვის, რომ მომჩივანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, კანონის მიხედვით, იგი ან თანამდებობის პირი უნდა იყოს, ან საჯარო მოხელე. ბიძინა ივანიშვილი კი ოფიციალურად მხოლოდ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა. 

ჩნდება კითხვა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ არასასურველ სიტყვებს დაწერს? - ამის საპირწონედ, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ კანონი მხოლოდ თანამდებობის პირებს არ ეხებათ და იგი ნებისმიერ ადამიანზე ვრცელდება. 

რატომ არ ეხება ბიძინა ივანიშვილს. ყველაზე წერია. კარგად წაიკითხეთ. ყველას, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებთ... აბა ჩვეულებრივმა ადამიანმა რა დააშავა. თქვენ იყავით არხეინად. ამის შემდეგ ყველა აგებს პასუხს კანონის მიხედვით. ყველას შეუძლია." - განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ საკითხის ამ ფორმულირებით დასმა "არაადეკვატურია".

ბიძინა ივანიშვილს თუ არ ეხება ეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაიმეტო. ეს ზოგადად კულტურის საკითხიც არის. ამ საკითხის ამ რაკურსით დასმა არაადეკვატურია". - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების სასამართლოში დაბარება დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები