სარჩელები "მონას" დაძახების გამო - როგორ იმართლებს თავს ირაკლი კობახიძე

12.06.25 15:53
სარჩელები "მონას" დაძახების გამო - როგორ იმართლებს თავს ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების სარჩელების საფუძველზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარების თაობაზე ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს. 

"ქართული ოცნების" პრემიერი ტელეკამერების წინ ირწმუნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ივანიშვილის გუნდის წევრებს "მონად" იხსენიებენ, გარედან არიან დაფინანსებულები. 

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ხელოვნურად თავს მოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების სასამართლოში დაბარება დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები