ყიზილაჯლოში „ოცნების“ ზონდერებმა „გირჩის“ წევრი ცემეს - ახმედ იმამკულიევი

02.10.21 22:03
ყიზილაჯლოში „ოცნების“ ზონდერებმა „გირჩის“ წევრი ცემეს - ახმედ იმამკულიევი

ყიზილაჯლოში "გირჩის" წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს - ინფორმაციას მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი ავრცელებს. 

მისი მტკიცბით, ქველაძეს "ქართული ოცნების 30 ზონდრი დაესხა თავს".  იმამკულიევს ინფორმაციით, საოლქოს წარმომადგენლებს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა ცემა", - განაცხადა იმამკულიევმა.