ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მიდის - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მიდის - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნიკა გვარამიას პატიმრობის მოთხოვნა უკვე დააყენეს.
ნიკა გზაშია. მიდის რუსთავის ციხესთან", - წერს ჟორჟოლიანი.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, მედიასთან კომენტარი რამდენიმე წითის წინ გააკეთა და თქვა: "სადაც საჭიროა იქ მივალ და აღსრულება მოხდება, ალბათ შემასახლებენ რუსთავის ციხეში, ან რომელიმე სხვაში"
- თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს. თავად ნიკა გვარამია პროცესს არ ესწრება. პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობას ითხოვს.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.