ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა (ფოტოები)

13.06.25 12:30
ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა (ფოტოები)

ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა (ფოტოები) - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი სწორედ რუსთავის მე-12 სასჯელააღსრულების დაწესებულებასთან დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. 

სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები