"მე-12 დაწესებულებასთან ვდგავარ და შესახლებას ველოდები" - ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში საკუთარი ფეხით მივიდა

13.06.25 13:00
"მე-12 დაწესებულებასთან ვდგავარ და შესახლებას ველოდები" - ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში საკუთარი ფეხით მივიდა

საკუთარი ფეხით ციხეში - ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ხელბორკილების დადებას ელოდება. კოალიცია "ცვლილებისთვის" რიგით მესამე ლიდერს, ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გვარამია იმ ციხეში ელოდება ახლა შესახლებას, საიდანაც ორი წლის წინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ გამოვიდა. ოპოზიცონერმა ლიდერმა თავად დარეკა 112-ში და უთხრა, რომ პოლიციას მე-12 დაწესებულებასთან ელოდება. 

პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, რასაც მე არ ვესწრებოდი. მე-12 დაწესებულება მეკუთვნის კანონით, თუმცა არვიცი რას გადაწყვეტენ და ვდგავარ მე-12 დაწესებულებასთან. პოლიციამ უნდა შემასახლოს, ჩემით ვერ შევალ. 112 ში დავრეკე და წესით პოლიციამ უნდა შემასახლოს", - თქვა გვარამიამ. 

სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები