"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს" - ნიკა გვარამიას ხელბორკილები დაადეს (ვიდეო)
ნიკა გვარამიას შსს-ს წარმომადგენლებმა ხელბორკილები დაადეს - ამ წუთებში, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს რუსთავის ციხეში ასახლებენ.
"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს" - ეს იყო ნიკა გვარამიას სიტყვები, რომელიც მან დაკავების მომენტში თქვა.
ამის შემდგომ "პირველებს" კიდევ ჰქონდა ნიკა გვარამიასთან გასაუბრების შესაძლებლობა - "სინათლე სიმართლეა და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამს ნამდვილად ვერ დაიჭერ" - თქვა ხელბორკილებდადებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეუშვეს ნიკა გვარამიას ადვოკატებიც.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსტავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.