ნიკა გვარამია რუსთავის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ
ნიკა გვარამია რუსთავის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ - ხელბორკილებდადებული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოიყვანეს და მანქანაში ჩასვეს.
გადაიყვანენ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გარკვეული პროცედურებისთვის და შემდეგ დააბრუნებენ რუსთავის მე-12 საასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - უთხრა კრიმპოლის თანამშრომელმა "პირველებს'
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსტავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.