ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ნასამართლევია - ნიკა გვარამიას ადვოკატი
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, წლების წინ, ნასამართლევია.
უფლებადამცველის თქმით, ეს ფაქტი კარგი საშუალებაა "ოცნებისთვის", რომ ის "ყურებით ჰყავდეთ დაჭერილი" და ყველ;ა უკანონო ბრძანება შეასრულებინონ.
- სწორედ ჯვებე ნაჭყებია იყო ის მოსამართლე, რომელმაც გვარამიას გირაო პატიმრობით შეუცვალა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სამსახურებრივ დანაშაულზე წლების წინ ნასამართლევია და ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია, რადგან მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჯვებე ნაჭყებია უბრალოდ იყო პოლიტიკური ნების უსიტყვო შემსრულებელი.
მორჩილება ცხადია, მხოლოდ ნდობაზე არ არის დაფუძნებული. უფრო სწორად, ყველაზე კარგი მათთვის არის მაშინ, როცა გარდა ნდობისა, არსებობს ბერკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევს ყურებით გყავდეს დაჭერილი ადამიანი და რაც არ უნდა უკანონო ბრძანება გასცე, მას არ ექნება წინააღმდეგობის გაწევსი შესაძლებლობა"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.