სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება - რას ამბობენ "ოცნებაში"
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ხვდება, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არავინ აღიარებს. "ოცნების" წევრი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "ლუზერად" მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მისი დასავლეთში ვიზიტები არავის აინტერესებს.
ლუზერი ზურაბიშვილი, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, სად ივლის, რომელ კონფერენციაზე და რას გათხრის, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, ემსახურა ქართული სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, ჩაფლავდა. ის აღმოჩნდა რადიკალების მხარეს და დღეს, ახლა ლუზერების ლიდერად გვევლინება. ლუზერების ლიდერი სად წავა, რომელ კონფერენციაზე, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. რა ქნა? რა შედეგი გამოიღო ან მისმა ვოიაჟებმა, როდესაც თანხმობა არ ჰქონდა? ვინ აღიარებს. ლიეტუვის ისა? აი, სადაც აღიარებენ, იქ იაროს, - ამბობს ზარქუა.
"ოცნების" წევრი ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და ახლა მისი დასავლეთში ვიზიტები ნაკლებად საინტერესოა.
"ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, მაგაზეა ნათქვამი, - ამბობს "ოცნების" წევრი "პირველებთან" საუბრისას.
ჩემი მოსაკითხი გახდა? სალომეს რაც ევალებოდა, ის რომ გაეკეთებინა თავის დროზე, ის სჯობდა. "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, მაგაზეა ნათქვამი. ჩემთვის მიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ვინ რას აკეთებს, - ამბობს ზავრადაშვილი.
პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.