ივანიშვილს ვურჩევ, პაპუაშვილი ნერვების დასაწყნარებლად, შვებულების სახით, შირაქის ველის საძოვარზე გაუშვას - დათუნაშვილი

13.06.25 17:32
ივანიშვილს ვურჩევ, პაპუაშვილი ნერვების დასაწყნარებლად, შვებულების სახით, შირაქის ველის საძოვარზე გაუშვას - დათუნაშვილი

 

 

ივანიშვილს ვურჩევ, პაპუაშვილი ნერვების დასაწყნარებლად ერთი კვირა შვებულების სახით შირაქის ველზე საძოვარზე გაუშვას - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი, თაზო დათუნაშვილი შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიტანეთის საელჩოზე გაკეთებულ განცხადებას.

დათუნაშვილი ამბობს, რომ პაპუაშვილი დიპლომატიურ ურთიერთობებს პატივს არ სცემს. 

არ მინდა, რომ ქართული პოლიტიკა ასეთი ურთიერთობის სფერო იყოს, მაგრამ, როგორც საკუთარ პოზიციას, კურსს და სტატუსს პატივს არ სცემს პაპუაშვილი,  მასთან მიახლოებსლ ვერაფერს ვერ ვიტყვით, ამიტომ, მარტივად ვიტყვი, სანამ ამ ზაფხულის პერიოდში შირაქის ველზე საძოვარზე არ გაუშვებს ამ კაცს ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხანი, რომ ნერვები დაიკოს, მანამდე ამ დღეში იქნება და ამ ისტერიკით იქნება. ვურჩევ ქართულ ოცნებას, ამ კაცის ისტერიკის დასაწყნარებლად, ერთი კვირა შვებულების სახით შირაქის ველზე საძოვარზე წავიდეს და თავის საქმეს მიჰყოს ძირითადს ხელი", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ქვეყანაში პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს. 

პაპუაშვილს აინტერესებს, რომელ ორგანიზაციებს გადასცემდა ბრიტანეთის საელჩი თანხებს  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.

  • პაპუაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერს, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი მათი გრანტები დაიბლოკა.
  • უფრო კონკრეტულად, საელჩო აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
  • დიპლომატიური სამსახური განცხადებაში წერს, რომ "ქართულ ოცნებასთან" განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.

მსგავსი სიახლეები