"ქართული ოცნების" მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს მოითხოვს - ლიეტუვის საგარეო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ხელბორკილების დადება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსგან "ძლიერ პასუხს მოითხოვს".
„ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება დააპატიმროს ნიკა გვარამია, პოლიტიკური ოპონენტი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიის ლიდერი, აღსანიშნავი დემონსტრაციაა თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ერთეული.
ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას. დროზე რეაგირების არმოხდენა რეაგირების პასუხისმგებლობას არ აუქმებს,” - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. ყველა მათგანი რუსთავის ციხეშია შესახლებული.