იუკნევიჩიენე: გვარამია "ოცნების" რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს - სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე!
"ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც "ქართული ოცნების" რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პლატფორმა X-ზე წერს.
წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი ივანიშვილისთვისა და "მისი ხელშემწყობი" პირებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს. საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. სამარცხვინოა, საპასუხოდ რამდენად ცოტა რამეს აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე!” - წერს იუკნევიჩიენე.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. ყველა მათგანი რუსთავის ციხეშია შესახლებული.