გალერი: ივანიშვილის რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება - ბელარუსს მახსენებს
"ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ბელარუსს ახსენებს.
ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება. ბელარუსს მახსენებს. ევროკომისიისთვის დროა ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების პროცედურა დაიწყოს. რეჟიმი უხეშად არღვევს მე-2 მუხლს!“ - წერს გალერი.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. ყველა მათგანი რუსთავის ციხეშია შესახლებული.