ოპოზიციას, ერთიანობის შემთხვევაში, თბილისში ადგლობრივი არჩევნების მოგება შეუძლია - ექსპერტები

15.06.25 15:57
ოპოზიციას, ერთიანობის შემთხვევაში, თბილისში ადგლობრივი არჩევნების მოგება შეუძლია - ექსპერტები

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) კვლევის შემდეგ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და ამაში ისინი ერთიანები უნდა იყვნენ. პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიან ბოიკოტს, ერთიანად არჩევნებზე გასვლა სჯობს, რადგან აღნიშნული კვლევის თანახმად, თბილისში "ოცნების" ოპონენტების გამარჯვება გარდაუვალი იქნება.

ამ კვლევის მიხედვით, ყოველ შემთხვევაში, მე რაც დავინახე და აშკარად ჩანს ეს, სჯობს იყოს ოპოზიციის ერთიანობა არჩევნების მონაწილეობისთვის, ვიდრე ოპოზიციაში ერთიანობა არჩევნების ბოიკოტისთვის, იმიტომ, რომ ერთიანობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციას იმ არსებული განწყობების ფონზე, რაც ამ კვლევაში ჩანს, ანიჭებს ძალიან სერიოზულ უპირატესობას. ხელისუფლებას, უბრალოდ, იმ მასშტაბის გაყალბებაც კი არ ეყოფა, თბილისში, ყოველ შემთხვევაში, რაც იყო 2024-ში, - ამბობს დავით ზურაბიშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს ანალისტიკოსი ლელა ჯეჯელავა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში არც საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა წაგებული.  

თბილისი, სადაც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არის ყველაზე მაღალი რეგიონებთან შედარებით, იმ თბილისშიც კი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას სჭირდება მათი სრული ერთიანობა, როგორც კამპანიის თვალსაზრისით, ასევე კანდიდატებზე შეთანხმება და ოპოზიციას რომ ერთიანობას რესურსი და სურვილი ჰქონოდა, ჩვენ დღეს სხვა ვითარება გვექნებოდა. საპარლამენტო არცევნებიც მოგებული გვექნებოდა, - ამბობს ლელა ჯეჯელავა. 

ის, რომ თბილისში არჩევნების მოგება ოპოზიციას შეუძლია, ამაში დარწმუნებულია "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდიაც. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ოპოზიცია ერთიანობაზე ვერ თანმხდება. 

არჩევნებისადმი დამოკიდებულებაში ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ასე რომ, პრობლემა ის არის, ობიექტურად, თბილისში მოგება შეუძლია ოპოზიციას, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი დამოკიდებულება მონაწილეობის მიმართ, ამიტომ, პრაქტიკულად, ძალიან მცირეა ამის შანსი, - ამბობს გია ნოდია. 

თბილისში "ქართული ოცნების" რეიტინგი, 24,6%. ამ მონაცემებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი(ISSA) დღეს 15 ივნისს აქვეყნებს. კითხვაზე 
ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ, შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია) 

ქართული ოცნება - 24,6%

კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 20,6%, 

"გახარია საქართველოსთვის" - 17,2%, 

"ძლიერი საქართველო" "ლელო - ხალისთვის" "მოქალაქეები" - 14,2% , 

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა"  - 13,9%

"გირჩი" - 3,7 %

სხვა პარტიები  - 5,8% 

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები