ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია იქნება- ბოტკოველი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს პირდაპირ "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს.
საერთოდ, ამაზე საუბარიც არ შეიძლება და ერთადერთ რამეზე უნდა ვისაუბროთ - როგორ ვნახოთ ერთმანეთში ის კონსოლიდაციის უნარი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ის, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს, ეს არის ფაქტობრივად, ამ ადამიანების წინაშე დანაშაული, რომლებიც ყოველდღიურად დგანან რუსთაველზე. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თბილისში "ქართული ოცნების" რეიტინგი, 24,6%. ამ მონაცემებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი(ISSA) დღეს 15 ივნისს აქვეყნებს. კითხვაზე
ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ, შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია)
ქართული ოცნება - 24,6%
კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 20,6%,
"გახარია საქართველოსთვის" - 17,2%,
"ძლიერი საქართველო" "ლელო - ხალისთვის" "მოქალაქეები" - 14,2% ,
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%
"გირჩი" - 3,7 %
სხვა პარტიები - 5,8%
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.