“ოცნება“: გახარია პრემიერი “დიფ სთეითის“ ზეწოლით გახდა

16.06.25 11:21
“ოცნება“: გახარია პრემიერი “დიფ სთეითის“ ზეწოლით გახდა

“ოცნება“ ამტკიცებს, რომ გახარია პრემიერი “დიფ სთეითის“ ზეწოლით გახდა და ამაზე ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა. 

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მაშინ “დიფ სთეითს“ წინააღმდეგობა იმიტომ ვერ გაუწიეს, რომ “ძალა იყო მოსაკრები“.

“დიფ სთეითის“ ზეწოლით გახდა, დიახ, მაგრამ მაშინ ძალა არ შეგვწევდა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, ძალა მოსაკრები იყო, მოვიკრიბეთ ეს ძალა და დავიწყეთ სუვერენიტეტის სრულად დაცვა, ეს თქვა უკვე კობახიძემ, - ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის “დიფ სთეითი“, შარმანაშვილი პასუხობს, რომ “ეს ტრამპმა იცის და გვარებსაც ის მიაწვდით“.

“დიფ სთეითი ვინ არის, ტრამპს ჰკითხეთ და მან უკვე განაცხადა და გვარებსაც ის მოგაწვდით“,- აცხადებს ის და დასძენს, რომ “დიფ სთეითის წარმომადგენლები, აგენტურა ვინც იყო, კომისიაზე უკვე დაიბარეს, თუმცა არ მოვიდნენ.“

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ.

მსგავსი სიახლეები