ლევან სანიკიძე: ISSA-ს კვლევა ჩვენთვის დამატებითი არგუმენტაციაა, რომ ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ

16.06.25 12:37
ლევან სანიკიძე: ISSA-ს კვლევა ჩვენთვის დამატებითი არგუმენტაციაა, რომ ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ

ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ISSA-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას“.

პოზიცია არის ძალიან მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. დავიწყოთ იმით, რომ ჯამურად ამ კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური, პროდასავლური ამომრჩევლის ნება როგორი არის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ვინმეს თუ ახსენდება, ოდესმე ამ ქვეყანაში დასმულიყო საკითხი, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. აქამდე რომ მიდიხარ, რომ ოპოზიცია გავიდეს თუ არა, ამას ეკითხები შენს ამომრჩეველს, ესე იგი რაღაცა არ არის კარგად. ამ შეკითხვაზეც ყოველი მეორე ფაქტობრივად, ამბობს, რომ ამ პირობებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. დარჩენილ 55 %-ში ნახევარი ამბობს, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ საპარლამენტო არჩევნები ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება ან ჯერ საპარლამენტოა და მერეა თვითმმართველობის არჩევნები.

შესაბამისად, ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ. ფაქტობრივად, ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ახლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკო-ს პირობებში შეძლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. როდესაც შენი ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს”, - განაცხადა სანიკიძემ.

თბილისში "ქართული ოცნების" რეიტინგი, 24,6%. მონაცემები სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა(ISSA)  15 ივნისს გამოაქვეყნა. კითხვაზე-ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ, შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია) 

ქართული ოცნება - 24,6%

კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 20,6%, 

"გახარია საქართველოსთვის" - 17,2%, 

"ძლიერი საქართველო" "ლელო - ხალისთვის" "მოქალაქეები" - 14,2% , 

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა"  - 13,9%

"გირჩი" - 3,7 %

სხვა პარტიები  - 5,8% 

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები