გახარიას გუნდი: ეს სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური დევნა

16.06.25 13:41
გახარიას გუნდი: ეს სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური დევნა

მივა თუ არა გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე - პარტიაში აცხადებენ, რომ მათ დასამალი არავისთან არაფერი აქვთ, თუმცა გადაწყვეტილებას თავად გახარია მიიღებს.

ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ “პროცესი, რაც წარმოებს, პროკურატურის და საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური დევნა.“

პროცესი, რაც წარმოებს, გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური დევნა. ჩორჩანას ეპიზოდი, ეს იყო ერთადერთი მოვლენა, საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც გახარიას შს მინისტრობის პერიოდში განხორციელდა, ყველა შესაბამისი საჭირო უწყების ჩართულობით, ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქევყნიოს ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები, -განაცხადა ბექა ლილუაშვილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ. გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ. 

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები