გახარიას ციხეში წასვლა არ მინდა, მაგრამ არც ის მინდა, რომ დამნაშავეებს პასუხი არ მოეთხოვოთ-გია ვოსლკი
არავის ციხეში წასვლა არ მინდა, არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ,- ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაბარების საკითხს გია ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, “ის სასამართლოს ფუნქციას ვერ შეასრულებს.“
არ ვიცი, მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა - არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. ასე რომ, სასამართლოს ფუნქციას მე ამ ტრიბუნიდან თქვენთან საუბარში ვერ შევასრულებთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ. გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.