შაჰინი: გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის

16.06.25 23:05
შაჰინი: გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის

"დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეს. 

"MEGOBARI ACT"-ის ერთ-ერთი თანაავტორი პლატფორმა X-ზე წერს, რომ კონკრეტული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით "ქართული ოცნების" სანქცირების დოკუმენტზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. 

ქართველი ხალხის 200-დღიანი პროტესტის შემდეგ, "ქართული ოცნების" ტაქტიკა კიდევ უფრო მკაცრდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. კონკრეტული ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მუშაობას ორპარტიული მხარდაჭერის მქონე "მეგობარ აქტის" მიღებაზე გავაგრძელებ." - წერს შაჰინი. 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ბიზნესმენმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა. 

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. 

ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში. "ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება"- ამბობს ბიზნესმენი.

მსგავსი სიახლეები