"დარეკა, მაგ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო" - ზურა ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებს
ზურა ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებს - ინფორმაცია ადვოკატის განცხადების შემდეგ, უკვე ოპოზიციონერის ფბ-გვერდზეც ვრცელდება.
"დარეკა, მაგ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო" - წერია ფბ პოსტში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრება დღეს.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარეკა და დარბაზში მყოფთაგან ბევრნი ვესაუბრეთ.
ნიკა გვარამიასაც ამ მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი და მაგ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო.
სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი იწყება. გაუშვებს თუ არა ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ციხეში ერთი წლით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უნდა მიიღოს.
ციხის გარდა, მუხლი რომლითაც კოლიაიცია "ცვლილებისთვის" ასამართლებენ ჯარიმასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამის მოლოდინი ადვოკატებს არ აქვთ. პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდნენ ოპოზიციონერები, აქტივისტები და ჯაფარიძის მხადამჭრები.
ცნობილია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან 4 მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.