როდესაც თბილისში პროსახელისუფლო და ოპოზიციურ განწყობებს შორის თანაფარდობა 66/25%-ზეა, ამ ძალისხმევას შეეძლო ცვლილების მოტანა - იაგო კაჭკაჭიშვილი

17.06.25 14:37
როდესაც თბილისში პროსახელისუფლო და ოპოზიციურ განწყობებს შორის თანაფარდობა 66/25%-ზეა, ამ ძალისხმევას შეეძლო ცვლილების მოტანა - იაგო კაჭკაჭიშვილი

როდესაც თბილისში პროსახელისუფლო და ოპოზიციურ განწყობებს შორის თანაფარდობა 66/25%-ზეა, ამ ძალისხმევას შეეძლო ცვლილების მოტანა, - ამის შესახებ სოციალოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამას ცხადყოფს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხული მოსახლოების 54,5% ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწიელეობას ემხრობა.

ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ქ/ოცნება იმ შედეგს დაწერს, რაც აწყობს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა? აქაც ხომ იმას დაიწერენ, რაც უნდათ.
ხოლო ისინი, ვინც თუნდაც ახალ საპარლამეტო არჩევნებზე "გავლით" უჭერენ მხარს ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობას, არ კარგავენ რწმენას, რომ არჩევნები (ჯერ კიდევ) წარმოადგენს ძალაუფლების ცვლილების ეფექტიან ინსტრუმენტს.
სწორედ ეს აჩვენა ჩვენმა კვლევამ - არჩევნების მექანიზმის მიმართ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნდობა ამომრჩევლებში. და, ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის 35 წლიანი ზიგზაგური განვითარების ერთ-ერთი ძვირფასი მონაპოვარი, რომელიც პოლიტიკური კულტურის ქვაკუთხედია.
არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი განსხვავებულია ქვეყანაში. თბილისში, მაგალითად, ის ზღვარზეა (50% უჭერს მხარს არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა ჩაბმას). 
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ამოცანა რომ ყოფილიყო არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობის გაძლიერება, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც თბილისში პროსახელისუფლო და ოპოზიციურ განწყობებს შორის თანაფარდობა 66/25%-ზეა, ამ ძალისხმევას შეეძლო ცვლილების მოტანა.
ესაა ჩატარებული კვლევის ერთი ძირითადი შედეგი, - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი. 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის  (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლოების 54,5% ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწიელეობას ემხრობა. კვლევის ანალიზის ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები