EU შესაძლებელს ხდის, უვიზო მიმოსვლა არა მთელ ქვეყანას, არამედ "ოცნების" ჩინოვნიკებს შეუჩერდეს - გუგულაშვილი
"მწვანეთა პარტიიდან" ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე დღეს მიღწეულ შეთანხმებას განმარტავს.
მისი თქმით, დოკუმენტი შესაძლებელს გახდის ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებულ ჩინოვნიკებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ.
გუგულაშვილი ამბობს, რომ ამ გზით ევროკავშირმა მოახერხა, რომ ქართველი ხალხი არ დასჯილიყო და შეზღუდვა მხოლოდ "ოცნების" წევრებზე გავრცელებულიყო.
ამასთან, გუგულაშვილი ამბობს, რომ გამარტივდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად ქვეყნისთვისაც თუკი მას ევროკავშირის მიმართ მტრული პოლიტიკა ექნება.
იქ ნათლად წერია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო შესაძლებელს ხდის ევროკავშირი, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს პოლიტიკოსებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩართულები იმ ადამიანის უფლებების გაუარესებაში. ანუ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქამდე ასე ნათლად არ იყო ეს წესები ჩაწერილი და მაგალითად, მარტო დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს გაუჩერეს ეს დიპლომატიური მიმოსვლის გზები, მაგრამ მათ უვიზო ვერ შეუწყვიტეს, თუ მთელ ქვეყანას არ შეუწყვეტდნენ. დღეს უკვე შეეძლებათ, რომ უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტონ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოსამართლეებს, შსს-ს იმ ჩინოსნებს, რომლებიც ამ რეჟიმის რეპრესიებში არიან დამხმარეები და ეს იარაღები ოლიგარქის ხელში. ოლიგარქს შეუწყვიტონ, მის ოჯახის წევრებს, თბილისის მერს და ა.შ., მაგრამ არა მთელ ქვეყანას. ახლა გაჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დაისჯება რეჟიმი და მისი მსახურები და არა მთელი ქვეყანა. მთელი ქვეყნისთვისაც უვიზოს შეჩერება გამარტივდა. მაგალითად, თუ ქვეყანა, რომელიც ამ უვიზოთი სარგებლობს, აქვს მტრული პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ, მთელი ქვეყნისთვისაც მარტივდება უვიზოს შეჩერება, - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
"ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე" - ამის შესახებ განცხადებას EU-ს თავმჯდომარე ქვეყნა პოლონეთი აკეთებს.
გავრცელებულიგანცხადების თანახმად, ახალი კანონი დაეხმარება ევროკავშირს, რომ უკეთესი რეაგირება ჰქონდეს უვიზო მიმოსვლის დარღვევებზე.