"ოთახიდან დარტყმის და გინების ხმა ისმოდა" - გლდანის პოლიციის შეფებს ხელს კიდევ ერთი მოწმე ადებს
გლდანის პოლიციის შეფების წინააღმდეგ, სადაც გამოკითხვის დროს მოწმე ალან ყაყიტაშვილი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა, ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა.
გარდაცვლილ მოწმეზე სასტიკ ანაგრიშსწორებაში პოლიციელებს, კახა პაპინაშვილს და ლაშა ცხვიტარიას ხელს დიმიტრი სადოევიც ადებს. სადოევი დაპირისპირებაში იყო გარდაცვლილ ყაყიტაშვილთან და მასთან ერთად იქნა გადაყვანილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში.
მოწმემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება უკვე მისცა და დეტალურად მოუყვა, როგორ გამოდიოდა პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დარტყმის და გინების ხმები, მაშინ როცა შიგნით ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი სადოევმა დაინახა, როგორ გამოყვანეს ნაცემ მდგომარეობაში პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ირაკლი ტატუნაშვილი - ყაყიტაშვილის გამოყვანა არ დაუნახავს.
- ირაკლი ტატუნაშვილი თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, სწორედ ის ალაპარაკდა საკუთარ სასამართლო პროცესზე და სწორედ მან უთხრა მოსამართლეს, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი ალან ყაყიტაშვილი.
მან ნახა პირველ რიგში ირაკლი ტატუნაშვილი როგორ შეიყვანეს განყოფილების უფროსის ოთახში და იქიდან, რა მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ესმოდა არა მარტო ხმები დარტყმის და გინების, არამედ თავად დაზარალებულის კვნესაც, ამ შემთხვევაში ტატუნაშვილის და მისი გამოყვანის მომენტიც დაინახა, რომ ნაცემ მდგომარეობაში გამოიყვანეს. რაც შეეხება ყაყიტაშვილთან მიმართებაში, შეყვანა დაინახა, ასევე თუ როგორ ლანძღავდნენ მას და ცემის ხმებიც ისმოდა, მაგრამ გამოყვანისას რა მდგომარეობაში გამოიყვანეს არ დაუნახავს, იმიტომ რომ ამ პერიოდში, როცა მიწყნარდა ჩხუბის ხმა, ამ დროს ის ჩაიყვანეს ნულოვან სართულზე და მას არ დაუნახავს, რა მდგომარეობაში გამოიყვანეს ყაყიტაშვილი. აღწერა ის, რომ საკმაოდ აწითლებულ და დასიებულ მდგომარეობაში ჰქონდა სახე მთლიანად და მასთან ერთად ისხდნენ სხვა მოწმეები, ეს მოწმეებიც დაასახელა. ცხადია ისინიც გაიგონებდნენ ჩხუბისა და შეურაცხყოფის ხმებს. ისინიც გამოიკითხებიან აუცილებლად და მაღალი ალბათობით, ისინიც დაადასტურებენ ამ ფაქტს. თუ არ მუშაობს ეს კამერები, რისთვის არის დამონტაჟებული. დღესდღეობით კამერის ჩანაწერები არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი.
- საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.
თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძის უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით. საუბარია სმო უსოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან.