რიკარდ იოზვიაკი: საქართველოს მთავრობამ ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს
"საქართველოს მთავრობამ ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს, რადგან შეუძლებელია, ანტაგონისტურად იყო განწყობილი და თან ისიამოვნო უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით"- ასე ეხმაურება "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე მიღწეულ შეთანხმებას.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი არ სჭირდება და მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა 16 ქვეყნის თანხმობაც კი საკმარისია, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს.
რიკარდ იოზვიაკის განცხადებით: "საქართველო საკმაოდ ბევრ ქეისებს აგროვებს სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ეს ერთი ან ორი შემთხვევაა არაა, გაცილებით მეტია - ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირზეა"
ევროკავშირი აცნობიერებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან კარგი ინსტრუმენტია, ერთი მხრივ შორიახლოს ქვეყნები და მეორე მხრივ, გამოიყენოს სანქციებთან ერთად, როგორც დასჯადი მექანიზმი.
სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შორის განსხვავებაა იმ კუთხით, რომ უვიზო მექანიზმის შეჩერებას მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება - სანქციებს კონსენსუსი სჭირდება, ამიტომაა, რომ საქართველოს ევროპული სანქციები არ აქვს.
ევროკავშირი ამ კუთხით უფრო მკაცრი იქნება, რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ატკინონ ხალხს, თუმცა, ამ საკითხს აუცილებლად გადახედავენ, ამიტომ საქართველოს და სერბეთის მთავრობებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრი იქნება.
საქართველო საკმაოდ ბევრ ქეისებს აგროვებს სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევით კუთხით და ეს ერთი ან ორი შემთხვევაა არაა, გაცილებით მეტია. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირზეა, რომ წაახალისოს წევრი სახელმწიფოები და ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ასევე პოლონეთის.
პოლონეთი ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა, მათ სხვა ბერკეტებიც აქვთ და ეს საკითხები სულ უფრო რეალური ხდება, ამიტომ საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი მხედველობაში უნდა მიიღოს.
ვიზალიბერალიზაციაა პრივილეგიაა და არა უფლებაა შემოხვიდე ევროკავშირში. მაინც ვფიქრობ, რომ სამომავლოო პროცესიაა, არ სურთ ატკინონ საქართველოს მოქალაქეებს , თუმცა ამავდროულად, კარგად მახსოვს, რა სწრაფად იპოვეს ვიზების შეწყვეტის გზა რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის. თუ მათ აიძულებ რომ რაღაცები გააკეთონ, ამას აუცილებლად გააკეთებენ. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს, რადგან შეუძლებელია ანტაგონისტურად იყო განწყობილი და თან ისიამოვნო ამ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით"- აცხადებს იოზვიაკი.