"ოცნებისთვის" ქვეყნის უსაფრთხოება მთავარი არ არის, ამიტომ მათთვის უსაფრთხოების საბჭო ზედმეტი თავისტკივილია" - შაიშმელაშვილი

17.06.25 18:01
"ოცნებისთვის" ქვეყნის უსაფრთხოება მთავარი არ არის, ამიტომ მათთვის უსაფრთხოების საბჭო ზედმეტი თავისტკივილია" - შაიშმელაშვილი

რატომ აუქმებს "ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს? - უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი და "სამოქალაქო იდეას" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის საბჭო "ზედმეტი თავისტკივილია", რადგან მათთვის სახელმწიფო უსაფრთხოება მთავარი ამოცანა არ არის. 

მათ საბჭო არ სჭირდებათ - ამბობს შაიშმელაშვილი. 

თენგიზ შარმანაშვილის დაწერილია დიდი ნაწილი იმ კანონპოექტის, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" აუქმებს. "ოცნებისთვის", რომლისთვისაც რეჟიმის უსაფრთხოებაა მთავარი ამოცანა და არა ქვეყნის უსაფრთხოება, ამ ვითარებაში, მათ საბჭო არ სჭირდებათ. ანუ, ხვალ რომ მიდგნენ და ყველა სამინისტრო რომ გააუქმონ, შსს-ს გარდა, ისინი არ ზარალდებიან, იმიტომ, რომ მათთვის სახელმწიფო პრიორიტეტი არ არის. ამ თვალსაზრისით, მათთვის საბჭო იყო ზედმეტი თავისტკივილი მათთვის. თავის დროზე, როცა საბჭო გაუქმდა, გაუქმების მთავარი ლობისტი იყო ირაკლი კობახიძე პარლამენტიდან. დღეს, მას ეს ძალაუფლება აქვს როგორც აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელს და სარგებლობს ამით  და მესამე, ამ სუბიექტურ ამბავში შემოდის გახარიას საკითხი - ებრძვიან რა გახარიას, აუქმებენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გია შაიშმელაშვილი.  

"ქართული ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს - საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ მთავრბამ პარლამენტს მიმართა.

  • ცნობისთვის, 2018 წლამდე პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ არსებობდა დაქვემდებარებული ორგანო - უშიშროების საბჭო. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის ავტორიც ირაკლი კობახიძე იყო და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უშიშროების საბჭო გაუქმდა. ამის შემდგომ ხელისუფელბის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ "უსაფრხთოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სფეროში სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა", ამიტომ მაშინ მთავრობამ შექმნა ეროვნული უსაფრთოების საბჭო. ესეც მთავრობის სათათბირო ორგანოა, სადაც მუდმივმოქმედი წევრები იყვნენ შსს-ს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 

 

მსგავსი სიახლეები