რატომ აუქმებს "ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს? - რას ამბობს თინა ხიდაშელი

17.06.25 18:15
რატომ აუქმებს "ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს? - რას ამბობს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობას უსაფთხოების საბჭო არაფერში არ სჭირდება, რადგან ხიდაშელის თქმით, "ოცნებას" საქართველო ისეთ სახელმწიფოდ უნდა აქციოს, რომელსაც არც შეირაღება ეყოლება და არც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ექნება.

კობახიძის მთავრობას, იმ ტიპის ხელისუფლებას, როგორზე პრეზტენზია აქვს დღეს "ოცნებას" და კობახიძე, უსაფრთხოების საბჭო არაფერში არ სჭირდება, ისევე როგორც არ სჭირდებოდა უშიშროების საბჭო, რადგან მათი რეალური იდეოლოგია თუ არის და ეს ასეც არის სამწუხაროდ, რომ საქართველო უნდა იქცეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ, მას აღარ უნდა ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, აღარ უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. რეალურად ასეთ ქვეყანად უნდათ რომ საქართველო აქციონ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

"ქართული ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს - საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ მთავრბამ პარლამენტს მიმართა.

  • ცნობისთვის, 2018 წლამდე პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ არსებობდა დაქვემდებარებული ორგანო - უშიშროების საბჭო. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის ავტორიც ირაკლი კობახიძე იყო და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უშიშროების საბჭო გაუქმდა. ამის შემდგომ ხელისუფელბის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ "უსაფრხთოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სფეროში სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა", ამიტომ მაშინ მთავრობამ შექმნა ეროვნული უსაფრთოების საბჭო. ესეც მთავრობის სათათბირო ორგანოა, სადაც მუდმივმოქმედი წევრები იყვნენ შსს-ს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები