უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და პარტნიორებს აკრიტიკებს

18.06.25 13:26
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და პარტნიორებს აკრიტიკებს

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის.  "ოცნების" პრემიერმა დასავლელი პარტნიორები "შანტაჟში" დღესაც დაადანაშაულა. 

კობახიძე ლიდერი კამერების წინ ამტკიცებდა, რომ "ოცნების" პოლიტიკა ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხის წინაშე არ აყენებს.

ესეც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან - ეს არის უვიზო მიმოსვლა. მე რას ვართმევ, ისინი ართმევენ... 

ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში... რა თქმა უნდა ევროკავშირში სწყინთ.

მემგონია რომ არ შეჩერდება... მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან“- განაცხადა პრემიერმა.

"ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე" - ამის შესახებ განცხადებას EU-ს თავმჯდომარე ქვეყნა პოლონეთი აკეთებს. 

გავრცელებულიგანცხადების თანახმად, ახალი კანონი დაეხმარება ევროკავშირს, რომ უკეთესი რეაგირება ჰქონდეს უვიზო მიმოსვლის დარღვევებზე.