ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო - იუკნევიჩიენე
ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითად სასამართლომ არასამთავრობოების წარმომადგენლებს სპეციალური განჩინებები გაუგზავნეს, სადაც ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემების რადენ კურპაშვილის უწყებისთვის გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლებია ეს ორგანიზაციები იცავენ.
რასა იუკნევიჩიენე აღნიშნულ გადაწყვეტილებას "კრემლის სტილის ნაბიჯად" აფასებს და ევროკავშირს საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლო ბრძანებების საფუძველზე შეუსრულებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი.
ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით", - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 17 ივნისს „რუსული კანონების” აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
NGO-ები ამბობენ, რომ არ აპირებენ პერსონალური მონაცემების გაცემას, „თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.